კონსტრუქტორ დიზაინერი
ჩემ შესახებ

შესავალი
ამ სფეროში ვარ 2004 წლიდან. ჩემი მთავარი მოტივაცია ამ საქმეში არის შემოქმედებისა და ხელოვნების დიდი სიყვარული და ამ სფეროში ამოუწურავი შესაძლებლობების დიდი ნაწილის ფლობის სურვილი. ჩემი წლების დაუღალავმა შრომამ და გამოცდილებამ მაქცია ამ სფეროში უნივერსალურ პროფესიონალად.
კარიერა
მე ვარ მოდის სახლი „მანიას” მფლობელი 2007 წლიდან. არაერთი წარმატებული ჩვენება და კოლექცია მქონდა. ვკერავ ინდივიდუალურ სამოსს, როგორც ყოველდღიურს, ასევე საბანკეტო და საქორწინო რიტუალებისთვის. 2 წელი ვიმუშავე კომპანია „ანაბეჭდში” და კომპანია „ელეკრისში” კონსტრუქტორ-დიზაინერად.
მიღწევები
55 წლის ასაკში 2 თვეში შევისწავლე Gerber AccuMark — ეს იმის დასტურია, რომ ახალი უნარების დაუფლებისთვის არასდროს არის გვიან.
ადამიანისთვის, თუ მოინდომებს, არცერთ ასაკში არ არის გვიან შეიძინო ახალი უნარები და განვითარდე ყოველდღიურად. მართალია ბევრი რთული კონსტრუქცია ავაგე და შევკერე, „ოქროს გლობუსის” და პოპულარული კაბები ერთი ფოტოს ნახვით ერთი-ერთში გამიკეთებია და ამით ვამაყობ რათქმაუნდა, მაგრამ ძალიან ვამაყობ, რომ 55 წლის ასაკში 2 თვეში შევისწავლე Gerber AccuMark-ის პროგრამა და წარმატებულადაც გავაგრძელე საქმიანობა ამ პროგრამაში.
ძირითადი უნარები
- 01დიზაინის ხატვა-მოფიქრება
- 02ტექნიკური ნახაზის შედგენა
- 03ქაღალდის თარგის აგება
- 04ნიმუშის კერვა-კორექტირება
- 05თარგის გაციფრულება-კორექტირება
- 06საბაზისო თარგის გრადაცია ზომებში
- 07ქსოვილის ხარჯის ოპტიმიზაცია
- 08გერბერზე ჭრისთვის ფაილების გამზადება-გადაგზავნა
- 09თარგების მოდელირება
- 10საწარმოში მოდელის ოპერაციულად ჩაშლა